“იუთუბში” გამოქვეყნდა იაპონური “ბეტეერის” ავარიის ვიდეო, რომელსაც შოუს დროს სადემონსტრაციო შესვლის ჩვენებისას საბურავი მოძვრა – შოუ კუსუში სამხედრო ბაზის გახსნას ეძღვნებოდა.
“ტიპ 96”-ის “ბეტეერები” იაპონურ არმიაში 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან გამოიყენება. მანქანას 360 ცხენისძალიანი Mitsubishi-ის ძრავი უყენია. ის დაახლოებით 15 ტონაა და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 100 კმ/სთ-ში.