(video) გიორგი მარგველაშვილი – ვუცხადებთ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს

https://youtu.be/8mpu03dmeB8

პირველ რიგში ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ, ვუცხადევბთ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროები საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბდუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებაში ვართ დაცული და რაიმე საგანგებო ზომების მიღებას ამ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

https://youtu.be/8mpu03dmeB8

banner
წინა სტატიაში(video) სტამბოლში ხალხი გამარჯვებას ზეიმობს
შემდეგი სტატიახელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა