ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა

ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა

44234716თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის პრემიერის თქმით, ანკარას თავზე ფრენა შეჩერებულია.

როგორც მოსალოდნელია, უახლოს საათებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. მედიის ცნობით, ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში იმყოფება.

თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მარგველაშვილი – ვუცხადებთ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს
შემდეგი სტატია(video) ამბოხებულებმა CNN Turk-ის შენობა დაიკავეს