(video) სტამბოლში ხალხი გამარჯვებას ზეიმობს

სტამბოლის მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობს – ისინი ქუჩებში არიან გამოსული.
ამასთანავე, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა სამხედრო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შესახებ.
უკანასკნელი ინფორმაციით, სამხედროების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს. ანკარაში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის დროს 13 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სტამბოლში გამოვლენილია სახელმწიფო გადატრიალების 100-ზე მეტი მონაწილე, რამდენიმე მათგანი დაკავებულია.

როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ქემალითინ ჰასიმიმ ტელეკომპანია “ბლუმბერგის” ეთერში განაცხადა, მთავრობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე კონტროლს 24 საათის განმავლობაში აღადგენს.

“ჩვენ ვაკონტროლებთ ტერიტორიების უმეტესობას, მათ შორის სტამბოლს. ვფიქრობ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად გავაკონტროლებთ ვითარებას”, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ამავე დროს, მაუწყებლობა განაახლეს თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიის TRT-ს არხებმა.

https://youtu.be/9yASs9X_YU0

banner
წინა სტატიაშიგიულენის მომხრეებმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი უარყვეს
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი – ვუცხადებთ მხარდაჭერას პრეზიდენტ ერდოღანს