(video) გიორგი კვირიკაშვილის განცხადება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა.

პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ჩემი დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა ბათუმში. ასევე, ზურაბ პატარიძის მიმართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა.

აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკველის შერყევასაც კი – შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც, ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება.

ასევე უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ ცალსახად უარყოფითია. შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას – იცხოვროს მშვიდ გარემოში.

და ბოლოს, მინდა, საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს – განაცხადა კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/BK4Mm7nr0PA

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: იმედია ჩაცხრება ბათუმური ეს მართლაც მძიმედ საყურებელი ამოფრქვევა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: არანაირი ხისტი მოქმედება! მხოლოდ ადეკვატური რეაგირება !