საქართველოს დედაქალაქიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, ბაქოს საგამოძიებო იზოლატორიდან საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომელსაც მისი ადვოკატი ელჩინ სადიგოვი სოციალური ქსელში ვიდეომიმართვით ავრცელებს.
,,აფგან მუხტარლის არ უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ხალხს იტაცებს. მან გთხოვათ მოძებნოთ და დააკავოთ ის პირები, ვინც მის გატაცებაში მონაწილეობდნენ. მუხტარლი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა წარმოუდგინოს კამერების ჩანაწერები იმ ადგილიდან, საიდანაც ის იქნა გატაცებული და სადაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ. ასევე უნდა გამოქვეყნდეს საქართველოში, ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კამერების ჩანაწერები. ამ შემთხვევაში დადასტურდება, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა ის აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს,, აცხადებს ადვოკატი.
ელჩინ სადიგოვის განცხადებით, მუხტარლი ითხოვს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან შეხვედრას და რომ მან ჟურნალისტების კითხვებს გასცეს პასუხი.
https://youtu.be/eVGB-818xxk
https://youtu.be/MumcHoFkXAc