თბილისში, ვაკეში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ,,თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ დეტალებს არკვევენ, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მკვლელობა ბარნოვზე 77 ნომერში მოხდა. მოკლულია 1997 წელს დაბადებული გოგონა, რომელსაც ყელი აქვს გამოჭრილი. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის დროს სახლში იმყოფებოდა მოკლულის ორი მცირეწლოვანი შვილი.
ამ დროისათვის მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მოკლული სტუმრად დასთან იმყოფებოდა, ხოლო დამნაშავე პირის ვინაობა ამ დროისათვის დაუდგენელია. ის მკვლელობის ადგილიდან გაიქცა. პოლიციას მოკლულის ოჯახის წევრები დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.
ამ დროისათვის ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.