,,დავით ჭიჭინაძის განცხადება თვითონ არის თავის თავის კომენტარი” – კობახიძე

დავით ჭიჭინაძის განცხადების კომენტირება ნამდვილად არ მინდა, ჭიჭინაძის განცხადება თვითონ არის თავის თავის კომენტარი, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის დღევანდელ განცხადა, სადაც დეპუტატი ამბობდა, რომ „ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ფილარმონიის სცენაზე თავისი თანაგუნდელები მიატოვა“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული დეპუტატები უშვებენ შეცდომებს, რაც არის სამწუხარო მოვლენა, რაც უახლოეს დღეებში აუცილებლად მოგვარდება.

“რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, მარტივად გადაწყდა ჩვენს საერთო შეხვედრაზე. უნდა გაიწეროს წესები, რომლებზეც მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება. ამ წესებს განვიხილავთ უმრავლესობის ფორმატშიც, რის საფუძველზეც საპარლამენტო უმრავლესობაში გაგრძელდება მუშაობა ძალიან კონსტრუქციულად და მშვიდად. გაიწერება კონკრეტული წესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომლებსაც წესით დაწერა არც სჭირდება, თუმცა ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში სამწუხაროდ დაირღვა ეს წესები. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დაწერო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბარნოვზე, 22 წლის გოგონა შვილების თანდასწრებით მოკლეს
შემდეგი სტატიათბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა