ირაკლი კობახიძე : „გირგვლიანის შესწორებები“ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ შეთქმულების პრევენციას ემსახურება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2018 19:05

ირაკლი კობახიძე : „გირგვლიანის შესწორებები“ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ შეთქმულების პრევენციას ემსახურება

„გირგვლიანის შესწორებები“ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ შეთქმულების პრევენციას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო კანონპროექტი მომზადდა, რომლის უშუალო ავტორი ანრი ოხანაშვილია. ამ დოკუმენტში უზრუნველყოფილია ის, რომ მომავალში იმის პრევენცია მოხდეს, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან გვახსოვს. ეს ერთი ადამიანისა და ზოგადად ადამიანების და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ შეთქმულებაა. ე.წ გირგვლიანის შესწორებები ამ ყველაფრის პრევენციას ემსახურება, ანუ ის ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში შედის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში „გირგვლიანის შესწორებების“ შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2018 19:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics