უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესს. ეს განცხადება ნინო გვენეტაძემ დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს თუმცა, მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერატი უფრო აქტიური უნდა იყოს და პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს.

„იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს ყველა იმ საინფორმაციო განმარტებითი წერილისა და ინფორმაციის მომზადებას, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება განხორციელებული,“ – განმარტა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიFIFA-მ პრეზიდენტობის 5 კანდიდატი დაარეგისტრირა…
შემდეგი სტატია„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ორიენტირებულია ბავშვთა საუკეთესო ინტერესზე“