“უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო” – ბრიტანელი ექიმები მკერდის სკრინინგზე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 12:00

“უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო” – ბრიტანელი ექიმები მკერდის სკრინინგზე

მკერდის გეგმიური გამოკვლევა იმისათვის, რომ მკერდის კიბოს გამოვლენა მოხდეს ადრეულ ეტაპზე, უფრო მეტად მავნელებლია, ვიდრე სასარგებლო – ბრიტანელი ექმები ამბობენ – წერს “ბიბისი”.
როგორც Times-ში ექიმები წერენ, ქალები, რომლებმაც მორიგი სკრინინგი გამოტოვეს, პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ, მედპერსონალმა კი, თავის მხრივ, ქალები არ უნდა დააშინონ. ღია წერილი გამოქვეყნდა ინგლისში მიმდინარე სკანდალის ფონზე – აღმოჩნდა, რომ კომპიუტერული პროგრამის შეცდომის გამო 450 ათასმა ქალმა მორიგ სკრინინგზე მოწვევა ვერ მიიღო – გაერთიანებულ სამეფოში ჯანდაცვის ეროვნული სამსახური სამ წელიწადში ერთხელ 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს უფასო მამოგრაფიას სთავაზობს. საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც მკერდის კიბოს ებრძვიან, ირწმუნებიან, რომ მსგავსი სკრინინგი ქალებს შანსს აძლევს მკერდის კიბო ადრეულ სტადიაში გამოვლინდეს.

წერილ-მიმართვაში, რომელსაც ხელს ოჯახის ექიმები და მეცნიერები აწერენ, ირწმუნებიან, რომ 70-დან 79 წლამდე ასაკის ქალები, რომელთაც სკრინინგს სთავაზობენ, რომ გამოტოვენული ვიზიტი აუნაზღაურონ, ამაზე მხოლოდ მაშინ უნდა დათანხმდნენ, თუკი მკერდში სიმკვრივე ან სხვა სიმპტომი შენიშნეს.
“ამ შემთხევვაში ყველაზე კარგი რჩევაა – კბილები გაუსინჯოთ ნაჩუქარ ცხენს. მკერდის სკრინინგის პროგრამა უფრო მეტად გაუთვალისწინებელ შემთხვევას იწვევს, ვიდრე სასარგებლო შედეგი აქვს, და ამას მთელს მსოფლიოში აღიარებენ. ბევრმა ქალმა, ისევე, როგორც ექიმებმა, იციან და სკრინინგს თავს არიდებენ, რადგანაც, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი ამით არ შემცირებულა” – ნათქვამია წერილში. “როგორ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გადაცდომების აღმოცენა, რომელიც მიკროსკოპის ქვეშ ჩანს როგორც კიბო, შესაძლებელია ძალიან ადრე და არასაჭირო იყოს” – ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.

ხელმომწერებს შორის არიან პროფესორი სიუზან ბიული, რომელიც King’s College-ში ქალთა ავადმყოფობების სპეციალისტია, და ასევე, პროფესორი მაიკლ ბაუმი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ქირურგი.

ადრე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერის შეცდომის გამო 2009 წელს ინგლისში ბევრ ქალს სკრინინგზე მოწვევა არ მიუღიაა, რასაც შეეძლო 270 მათგანის სიცოცხლე გადაერჩინა. ინგლისის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემაზე 2018 ინფორმაცია არ ჰქონდა, ახლა კი ყველა 309 ათას ქალს ხელახლა გაუგზავნეს გაცდენილ მამოგრაფიაზე მოწვევა. ჯანდაცვის ეროვნული სამსახურების თქმით, რეგულარული სკრინინგის პროგრამა ყოველი 200 ქალიდან ერთის სისცოცხლეს იცავს, წელიწადში კი – 1200 ქალის სიცოცხლეს.

თუმცაღა, ყოველი 200 ქალიდან სამს, რომლებმაც მამოგრაფია გაიარეს, აღმოუჩინეს კიბოს უჯრედები, რომლებიც კიბოს სასიკვდილო ფორმად არასდროს გადაიქცეოდა. ჯამში გამოდის, რომ წელიწადში თითქმის 4 ათასი ქალი გადის მკურნალობას, რომელიც არ სჭირდება.
ბრიტანეთში ყოველ წელს მკერდის კიბოს დიაგნოზით 11 ათასი ადამიანი კვდება.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 12:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics