უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქცია პრემიერის კანდიდატურაზე შესაჯერებლად პარასკევს შეიკრიბება. უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ თანამდებობიდან წასვლა პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებში ჩართული იყო, თუმცა მას ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილს საუკეთესო ხელმძღავნელად ახასიათებს.