უკრაინული გრივენი დევალვაციას განიცდის

15უკრაინაში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ვალერია გონტარევამ განაცხადა.
“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ფაქტორი, პოლიტიკური არასტაბილურობა დაგვემატა, რომელიც ქვეყნის მომავალს გაურკვეველს ტოვებს და რომელმაც ვალუტის მოთხოვნის აჟიოტაჟი გამოიწვია” – განაცხადა გონტარევამ უმაღლეს რადაში გამოსვლისას.
გონტარევას თქმით, ხმაურიანი პოლიტიკური ფაქტორები ყოველთვის მოქმედებს ფინანსური ბაზრის დინამიკაზე და როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია ნორმაში ჩადგება, გრივენიც სტაბულური გახდება.

უკრაინის ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმარტებაში 25,89 გრივენია.

banner
წინა სტატიაშიკურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა
შემდეგი სტატიაკრემლი: პუტინის და ერდოღანის შეხვედრა არ იგეგმება