კრემლი: პუტინის და ერდოღანის შეხვედრა არ იგეგმება

კრემლი: პუტინის და ერდორანის შეხვედრა არ იგეგმება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ერდოღანს შორის უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ შემდგარა.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გეგმავს მის თურქ კოლეგასთან შეხვედრას.

იანვრის ბოლოს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სურვილია რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს და მასთან რუსული ავიაგამანადგურებლის სუ-34-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი განიხილოს.
29 იანვარს თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსულმა ბომბდამშენმა სუ-34-მა კიდევ ერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული გრივენი დევალვაციას განიცდის
შემდეგი სტატიაპაპი ფრანცისკი და პატრიარქი კირილი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან