წალენჯიხაში თოვლის საფარი ნახევ მეტრს აღწევს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკაა მობილიზებული. „თაიმერის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ პერმანენტულად იწმინდება როგორც ქალაქი ჯვარი, ასევე წალენჯიხის შიდა ცენტრალური საავტომობილო გზები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. სამუშაოებში ჩართულია მოხალისეთა ჯგუფი. ჯვარი-ლიას მიმართულებით ერთი „გრეიდერი“ მუშაობს”, დამატებით კიდევ ერთს ელოდებიან. საჭირო ტექნიკა სოფლებშია გადანაწილებული. ამ მომენტისთვის თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. როგორც ქალაქს, ასევე რაიონის სოფლებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციელი, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, კადრების განკარგულებაში გადავიდა
შემდეგი სტატიაიაპონიის სასამართლომ აშშ-ს ოკინავაზე ახალი ბაზის მშენებლობის ნება დართო