ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკბი სანდერსმა ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ – სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ, კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირა.

პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, კანონი სანქციების შესახებ ძალაში შევა.

ამერიკულ მედიაში არსებობდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კანონპროექტისთვის შესაძლოა ვეტო დაედო, ვინაიდან იგი მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას აანონსებდა. თეთრ სახლში დილის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პრეზიდენტი გაეცნო დოკუმენტის სრულ ტექსტს და იგი მზად არის რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ხელი მოაწეროს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ
შემდეგი სტატიამატვეი განაპოლსკი: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საიდუმლოებებით მოცული ისტორიაა