თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 17:26

თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

მნიშვნელოვანი

  • თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი დააკავა, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე მოხვედრას რეზინის ნავებით ცდილობდნენ.

სხვა სტატიები

თურქეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბრალდებით საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ეგეოსის ზღვაში 45 მიგრანტი დააკავა, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე მოხვედრას რეზინის ნავებით ცდილობდნენ.

22 სირიელი მიგრანტი ბოდრუმის სანაპიროსთან აიყვანეს. მეორე ოპერაცია კი, ფეთიეს ყურეში ჩატარდა. რეზინის ნავში 23 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ერთი ქართველი და სამი უკრაინელი აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, ისინი მიგრანტების უკანონო გადაყვანის ორგანიზატორები არიან.

სანაპირო დაცვის სამსახურმა დაკავებულები ფეთიეს უსაფრთხოების სამსახურს გადასცა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 17:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics