“თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო?” – ვის მიმართა რომან გოცირიძემ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 7, 2018 12:10

“თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო?” – ვის მიმართა რომან გოცირიძემ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ხორავაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ეხმაურება:

“ბოლო რეპლიკა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ:

გვარს არ დავასახელებ და გუშინ პარლამენტში ერთმა მითხრა, დილით ამ კომისიას მხარს რომ უჭერდით, მერე რატომ გადათქვითო? მიშამ დაგირეკათო.

თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო მეთქი?

როდის აქეთ გახდა პარტიის ლიდერის ზარები მაკომპრომეტირებელი?

ზარი არ ყოფილა. მოვლენები ელვისებურად განვითარდა. მას მოჰყვა გენერალური პროკურორის გადადგომა. კომისიისადმი ნდობა იყო ნულოვანი. არ ყოფილა არცერთი პარტია ან ექსპერტი, რომელსაც ამ კომისიის შექმნის იდეა შექმნილ ვითარებაში შეეფასებინოს დადებითად. ჩვენი პოლიტიკური ინსტიქტი ზუსტ თანხვედრაში მოვიდა საზოგადოების კოლექტიურ ინსტიქტთან, რომელიც გვკარნახობდა, რომ არ ვენდოთ და თავი არ გამოვაყენებინოთ.

თუ კომისია კარგ როლს შასრულებს, მხოლოდ მივესალმებით. ამ მომენტში კი ჩვენ -პას!”- წერს რომან გოცირიძე.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 7, 2018 12:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics