თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თელავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის კახეთის რეგიონული კოორდინატორი გიორგი ბოტკოველი წარადგინა. მოსახლეობასთან კანდიდატის ოფიციალური წარდგენა ნადიკვარის პარკში გაიმართა და მას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

“ხალხი მზად არის, რომ მივიდეს არჩევნებზე და აირჩიოს ღირსეული ძალა ,რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან კარგად ვიცი თელავის და კახეთის თითოეული სოფლის პრობლემა. მზად ვარ, ამ გამოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის 8 ოქტომბერს წერტილს დავუსვამთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით”,- განაცხადა ბოტკოველმა.

დღესვე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გურჯაანშიც წარადგენს.

banner
წინა სტატიაში”ხელისუფლების ინტერესშია, რომ თქვენი ტელეკომპანიის მენეჯმენტი, სტრატეგია, ოპოზიციური განწყობა არ იყოს რაიმე ფორმით ხელშეშლილი”
შემდეგი სტატიაცესკოში ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს