„თელასმა“ სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შეიტანა

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასმა“ სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შეიტანა. საუბარია ტარიფის გეგმურ გადახედვაზე. სემეკ-ში 18 აგვისტოს ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება, გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს. ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები 2018 წლისთვის დადგინდება.

შეგახსენებთ, „თელასის“ ტარიფები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც რუსულმა სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი შეიტანა. კომპანია ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ლარის გაუფასურების შედეგად მიადგა.

2016 წლის ბოლოს „თელასის“ ტარიფი მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის გაიზარდა, სამომხმარებლო ტარიფი კი უცვლელი დარჩა.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის მეორე დღე – რკინიგზის გურჯაანის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულია – იმედია, ეს ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი იქნება