თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თანამდებობებს დღეიდან ოფიციალურად დატოვებს.
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თინათინ ხიდაშელის განცხადება რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა. ხიდაშელის მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე შეასრულებს.