საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამის შესახებ შეწყალების კომისის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეწყაბულთა შორის 11 ქალბატონია, ხოლო 3 არასრულწოვანი.
„შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 154 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, 72-ს კი სასჯელი შეუმცირდებათ“, – განაცხადა ქორიძემ.

მისივე თქმით, შეწყალების კომისია 18-24 ივლისს სულ 1 564 პირის საქმე განიხილა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის მოვალეობას დავით ებრალიძე შეასრულებს
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში გამოსამშვიდობებელ შეხვედრას მართავს