სასულიერო პირის მკვლელობასა და მძევლების აყვანასთან კავშირში ფრანგმა სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის სენ-ეტიენ დიუ რუვრეს კომუნაში მდებარე ეკლესიაზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთი ტერორისტის, აბდელ მალიკ პეტიჯანის ბიძაშვილმა დაგეგმილი თავადასხმის შესახებ წინასწარ იცოდა. 30 წლის მამაკაცის კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მან პოლიციას ყველაფერი არ უამბო. ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება. მეორე დაკავებულია 20 წლის ჟან ფილიპ სტივენი, რომელიც ივნისში პეტიჟანთან ერთად სირიაში გამგზავრებას და დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანებას გეგმავდა.

სენ-ეტიენ დიუ რუვრეს კომუნაში მდებარე ეკლესიაზე თავდასხმა 26 ივლისს მოხდა. 19 წლის აბდელ მალიკ პეტიჯანმა და ადელ კერმიშმა მძევლად 5 ადამიანი აიყვანეს: მოძღვარი, 2 მონაზონი და ასევე მრევლის 2 წევრი. ერთ-ერთმა მონაზონმა გაქცევა მოახერხა. პოლიციას თავადასხმაზე სწორედ მან შეატყობინა. ბოროტმოქმედებმა 84 წლის მოძღვარი, ჟაკ ამელი მოკლეს, კიდევ 1 მძევალი კი მძიმედ დაჭრეს. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ორივე თავდამსხმელი მოკლა, მძევლები კი გაათავისუფლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიპრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები კახეთში ადვოკატებს და არასამთავრობოებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის მოვალეობას დავით ებრალიძე შეასრულებს