თამაზ ურთმელიძე მოსამართლე აღარ არის

მოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას თამაზ ურთმელიძე აღარ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში არ ფლობენ ინფორმაციას, აპირებს, თუ – არა, მოსამართლე ურთმელიძე ხელახლა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი ახალი ვადით გამწესება სთხოვოს.

ვცდილობთ დავაზუსტოთ, მიმართა თუ არა მან ამ თხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული რამდენიმე ხმაურიანი საქმე განიხილა. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, სადაც აშკარა იყო მოსამართლის მიერ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ურთმელიძის გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია.

ურთმელიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 1997 წლიდან. 2006 წლიდან მოსამართლის კარიერა ცაგერის სასამართლოში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: „დიქტატურა ვერ გავა!“