სუბარი: მარგველაშვილის მხარდამჭერები თუ მრჩევლები ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, რომ პრეზიდენტი “წმინდა ძროხაა”

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე ხელაღებით საუბრობს.

როგორც სოზარ სუბარმა გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, სასამართლო სისტემა კრიზისში არ არის.

„უხერხულია, როცა პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე ასე ხელაღებით და ხელწაკვრით საუბრობს. მან პრაქტიკულად, თქვა, რომ სასამართლო სისტემა კრიზისშია, რაც არასწორი და ტყუილია. ინსტიტუციების მიმართ მეტი პატივისცემა გვმართებს.

პრეზიდენტი, მისი მხარდამჭერები თუ მრჩევლები ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, რომ პრეზიდენტი არის ,,წმინდა ძროხა” , რომლის მიმართ არანაირი კრიტიკული აზრის თქმა არ შეიძლება, რომ ის არის ინსტიტუცია,რომელზეც მხოლოდ დადებითი უნდა ისაუბრო. ამის ფონზე, თურმე, პრეზიდენტს შეუძლია სასამართლოზე გაატყლაშუნოს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თქვას, რომ სასამართლოში კრიზისია“,- აღნიშნავს სუბარი.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია სჭირდება, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და გამოსავლის ძიებაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიტუსკი: “ევროკავშირი აშშ-სთან იმუსავებს, რომ ბოლო მოუღოს სირიაში არსებულ სისასტიკეს”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მეტ-ნაკლებად ამომწურავი იყო – გოცირიძე