პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მეტ-ნაკლებად ამომწურავი იყო – გოცირიძე

საპარლამენტო უმცირესობაში პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე არ გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა მეტ-ნაკლებად ამომწურავი იყო.

„იყო საკმაოდ კარგი გამოსვლა, მაგრამ არ იყო ჩვენი ქვეყნის ყველა საჭირბოროტო საკითხი ბოლომდე ასახული. თუნდაც ის, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არ არის ხალხი, ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისუბარი: მარგველაშვილის მხარდამჭერები თუ მრჩევლები ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, რომ პრეზიდენტი “წმინდა ძროხაა”
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი ყოფილიყავით”- ზურაბიშვილი პრეზიდენტს