საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. სტუდენტები, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეუჩერეს, და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურორ ლეონიდ გერგედავას გადადგომას მოითხოვენ.
ისანი-სამგორის პროკურორის შვილის სწავლის ხარჯები თბილისის მერიამ 5 400 ლარით დააფინანსა. ეს ინფორმაცია გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, გაახმაურა.
პარალელურად, მერის გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის საკრებულოში აკრიტიკებენ და ისინი დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ.