,,სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია,, (VIDEO)

რუსული რადიო ,,გოვორიტ მოსკვას,,-ს ეთერში გამოსვლისას რუსეთის დუმის დეპუტატმა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ თურქეთზე ატომური თავდასხმის იდეა გაახმოვანა…

,,თურქებს ახლა ეშინიათ… მეც მათ ადგილზე შემეშინდებოდა. ისინი შეიძლება ატომური დარტყმით გაანადგურო… რატომ უნდა დაველოდოთ? სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია… ერთი ატომური ბომბი საკმარისია… სრუტეში უნდა ჩააგდო და 10-15 მეტრის სიმაღლის ტალღა ქალაქს გადარეცხავს… იქ კი 9 მილიონი კაცია,, აცხადებს ჟირინოვსკი, რომელსაც მიაჩნია, რომ ატომური ბომბის ბოსფორის სრუტეში ჩაგდება მარტო სტამბულსა და თურქეთის მიდებარე ქალაქებს დააზიანებს და ის არ იმოქმედებს ბულგარეთზე და საბერძნეთზე.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში“სტუდიო კამპუსის” დირექტორს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს
შემდეგი სტატიარუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას წყვეტს…