რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას წყვეტს…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას 2016 წლის 1 იანვრიდან ცალმხრივად გააუქმებს…

ლავროვის განცხადებით, ეს ნაბიჯი არ უკავშირდება მხოლოდ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს, და ის, იმ საფრთხეებიდან გამომდინარეობს, რომელიც ტერორიზმის სახით თურქეთიდან მომდინარეობს… მისივე განცხადებით, ისლამისტ ტერორისტებს თურქეთის გავლით სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ,,ტრაფიკი,, გაყვანილი აქვთ და  ეს, არა გამოგონილი – არამედ რეალური საფრთხეა.

სირიელ კოლეგასთან ერთად მოწყობილი პრესკონფერენციისას, ლავროვმა ვიზის საკითხებთან ერთად, თურქეთის მიერ ბოლო წლებში უკანონო საქმიანობაში შემჩნეული რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ თურქეთმა ბოლო 200 შემთხვევიდან – მხოლოდ 7-ში, წინასწარ გააფრთხილა რუსეთი თავისი მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ… ,,დანარჩენ შემთხვევებში, თურქეთმა რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებში და მათ შორის რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქვეყნებში განახორციელა რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია,, განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოქალაქეებს ამ დრომდე რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლისა და იქ 30 დღე უვიზოდ ყოფნის  უფლება ჰქონდათ… ანალოგიური უფლებებით სარგებლობენ რუსეთის მოქალაქეებიც თურქეთში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,,სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია,, (VIDEO)
შემდეგი სტატიამარტვილში მკვლელობა მოხდა…