სპეცოპერაცია ღამის კლუბებში – საქალაქო სასამართლო დღეს 8 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 10:04

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში – საქალაქო სასამართლო დღეს 8 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამ მოთხოვნით მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

ბრალდების მხარე ყველა დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. გირაოს შეფარდების მოთხოვნის დაყენებას აპირებს დაცვის მხარე.

დაკავებულთა ადვოკატებს დღის ბოლოს საქმის მასალები გადაეცათ. დაცვის მხარეს მიმდინარე გამოძიებასთან არაერთი კითხვა აქვს.

„საქმე არის სამ ტონიანი, საკმაოდ მოცულობითია. რა თქმა უნდა არა მარტო ჩემი, არამედ ყველას მასალები არის აღნიშნულ საქმეში. რაც შეეხება მტკიცებულების საკითხს, გადმოგვეცა ასევე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები სავარაუდოდ, გამომდინარე იქედან, რომ ე.წ. ფლეში მოგვცეს. ჩემი შუამდგომლობა აუცილებლად იქნება აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი სახე გირაო, ოჯახის სოციალურ მდგომარეობიდან გამომდინარე,“-განაცხადა ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 10:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics