სომხეთში აზერბაიჯანული ვაშლის განადგურების ბრძანება გასცეს

სომხეთის ბაზარში აზერბაიჯანული ვაშლი აღმოაჩინეს, რომელსაც სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლია. გაცემულია ვაშლის განადგურების ბრძანება – სომხეთის პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელა.
“ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვის ადგილებში შემჩნეულია აზერბაიჯანული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევები. ინსპექტორებმა მათი გაყიდვა აკრძალეს და მისი განადგურების ბრძანება გასცეს” -ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბახის გამო, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშისესიაშვილის შვილის დავით სესიასვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა
შემდეგი სტატიარა გამონათქვამები ითვლება მოსამართლის შეურაცხყოფად – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განცხადება მიიღო