(video) სოხუმის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

აფეთქება სოხუმის ცენტრში

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის, ალმას ჯაპუას მანქანის აფეთქების საქმეს, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა, პროკურატურა იძიებს – დეპუტატი დაკითხვაზე იმყოფება.
საქმე ტერორიზმის მუხლით არის აღძრული. მიმდინარე მომენტში, მომხდარის სხვადასხვა ვერსიები განიხილება, მათ შორის დეპუტატის დე-ფაქტო პარლამენტში მოღვაწეობის შესახებ.
გამოძიება აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის პირად კონტროლზეა აყვანილი.

,,სრულიად მიუღებელი და ააშფოთებელი ფაქტია ის რომ ასეთი მეოდით დეპუტატზე ზეგავლენა მოახდინო. არ ვიცი რა მიზეზები შეიძლება ყოფილიყო ამისთვის. იმედია გამოძიება დააგენს ამ აქცენტებს და რაღაც დასკვნის გაკეთება შესაძლებელი გახდება, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი ფორმით ურთიერთბების გარკვევა მიუღებელია,, ასე გამოეხმაურა აფხაზეთის დეფაქტო  პარლამენტის წევრის, ალმას ჯაპუას ავტომობილის აფეთქებას, სახალხო კრების დეპუტატი ბესლან ცვინარია.

banner
წინა სტატიაშიირანი და თურქეთი თანამშრომლობას აღრმავებენ
შემდეგი სტატიაარჩევნები, სადაც გამარჯვება “ოცნების” გარდა არავის სურს