სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, 14 ივნისი

ყოველი წლის 14 ივნისს მსოფლიო სისხლის უანგარო დონორთა დღეს აღნიშნავს. ეს დღე სისხლის დონორთა მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურება და ასევე, რეგულარული უანგარო დონაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ 3 წამში პაციენტებს სისხლის პროდუქტები ესაჭიროებათ. სისხლის მარაგებზე მოთხოვნა საქართვრლოშიც დიდია, ვინაიდან ხშირია უბედური შემთხვევების და სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტების შედეგად დაშავების მაჩვენებლები. განსაკუთრებით დეფიციტურია სისხლის პროდუქტები აქტიურ საზაფხულო სეზონებზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს უანგარო დონორობა.

სისხლის გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცხოცხლისთვისაა საჭირო.
ადამიანების 85%-ს სისხლის გადასხმა 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება.
სისხლი განსაკუთრებით სჭირდებათ იმ პაციენტებს ვინც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს ებრძვიან. სისხლი ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქირურგიული ოპერაციების დროს. სისხლს გადამწყვეტი როლი უჭირავს როგორც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაში, ასევე კატასტროფების და ბუნებრივი კატაკლიზმების დროს.
უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მარაგი ეფექტური ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. ამ მარაგის შევსება მხოლოდ ხშირი, რეგულარული დონაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სისხლის რეგულარული უანგარო დონორი საქართველოს მოსახლეობის 1% რომ გახდეს, ქვეყანას მუდმივად და სტაბილურად ექნება უსაფრთხო და საკმარისი რაოდენობის სისხლის მარაგები.

სისხლის დონორობა 18-დან 65 წლამდე ჯანმრთელ ადამიანს ყოველ 2 თვეში ერთხელ შეუძლია და ის სრულიად უსაფრთხოა. სისხლის ბანკებში კი სისხლის ჩასაბარებლად აუცილებელი ყველა აღჭურვილობა ერთჯერადი გამოყენების არის, რაც რაიმე ტიპის გართულებას მინიმუმამდე ამცირებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ ვიდეოს ეხმაურება, სადაც მოქალაქე შარდს ისვამს სახეზე და მარნეულის მერს ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატიამარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში დაიბარეს