შსს: მოხუცზე განხორციელებული ძალადობის საქმე-მუხლი გადაკვალიფიცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც ოჯახისწევრების მიერ მოხუცებულის არაადამიანურ მობყრობას ეხება. მისი თქმით, ვიდეომასალიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ პიროვნებები დასცინიან და ამცირებენ ხანდაზმულ ქალბატონს. მისივე თქმით, ძალადობა ხუმრობის მოტივით იქნება თუ არა არ აქვს მნიშვნელობა.
ფერაძის ინფომრაციით მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად ცემის ფაქტზე დაიწყო, ხოლო მას შემდეგ რაც იმერეთის რეგიონის პოლიციის მიერ იქნა მათი ნათესაური კავშირის დადგენა, მუხლი გადაკვალიფიცირდა და დღეს საქმეზე ძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მაკა ფერაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოკლვლევა და მონაწილე პირების გამოკითხვა, გამოძიების დასრულების შემდეგ კი მოხდება ბრალის წარდგენა.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც გოგი თოფაძე სანადიროდ იყო?!
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა და შესაბამისად, მისმა კომენტარებმა აქტუალობა დაკარგა