შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები სიმისტან ი. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 20,3780 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 0,1881 გრ ჰეროინს და 1,1913 გრ კოდეინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიარუსთავში 7 ავტომობილი გაქურდეს