შსს – ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება დაფიქსირდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 17:58

შსს – ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება დაფიქსირდა

მნიშვნელოვანი

  • 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების - 12 %-მდეა შემცირებული. აღნიშნულ სტატისტიკას შს სამინისტრო აქვეყნებს.

სხვა სტატიები

2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების – 12 %-მდეა შემცირებული. აღნიშნულ სტატისტიკას შს სამინისტრო აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს. პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 17:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics