შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, N2
სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ
მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის 2 და უზბეკეთის
რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,
ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას
თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/miaofgeo/videos/1309410679160928/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” საწვავზე აქზიცის შემცირებას მოითხოვს