შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 17:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის
ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1993 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი ნ.ჩ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი
ნ.ჩ., პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავეს. მათ
მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს ნ.ჩ. და ნ.ჩ. ლანჩხუთში,
ჟორდანიას ქუჩაზე, თავს დაესხნენ დეტექტივ-გამომძიებელს – ზ.ი.-ს,
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და შემთხვევის ადგილიდან
მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. ზ.ი.-მ
ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ
ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში
კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი – მ.ბ. სცემეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით ჯგუფურად თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად იცავს როგორც მოქალაქეთა, ასევე,
საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, ღირსებას და უსაფრთხოებას. უწყება
პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტზე, ისევე როგორც
სხვა სახის დანაშაულებზე, უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 17:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,625
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics