შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 მაისს, მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

მოძრაობა, ასევე, აკრძალულია თაბუკაშვილისა და მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე, ავტომაქანები მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელი პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეუძლიათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ”,-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 26, 2018 10:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics