შალვა თადუმაძე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ აუდიენციისას, საუბარი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე არ ყოფილა, თუმცა, მისი თქმით, მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით პოზიციები მოისმინა. რაც შეეხება არასამთავრობოების მოთხოვნას პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით, თადუმაძის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. “როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანს, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო რეფორმა შეიძლება განხორციელდეს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც არსებობს ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოვისმინე მათი პოზიციები, რასაც გადავცემ პრემიერს და დამატებით შევატყობინებ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას შეხვედრასთან დაკავშირებით”,-განაცხადა თადუმაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივნის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშითვითმართველობა შიმშილობის დაწყებას გეგმავს
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება