სერგი კაპანაძე: რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია.

ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა გამარჯვება, საგანგაშოდ არ მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ დროული კომუნიკაცია უნდა აწარმოოს ამერიკის ახალ პოლიტიკურ თანამდებობების პირებთან.

“რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რომ მოვხვდეთ პრიორიტეტთა სიაში. ბოლო 4 წელში თავისუფალი ვაჭრობის კუთხით წინსვლა არ იყო, ამ კუთხით უფრო უნდა გავაქტიურდეთ. თავდაცვისუნარიანობის კუთხითაც უნდა გავაღრმავოთ შეთანხმებები,” – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ის მოსახლეობას 45-ე პრეზიდენტის არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიაომსკის გუბერნატორი: აშშ-ს არჩევნებში ,,ერთიანმა რუსეთმა,, გაიმარჯვა,,