„საზოგადოება 20/30“ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს

 

21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ეს დღე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა ირჩევს თავისი ქალაქის, მუნიციპალიტეტისა და თემის ხელისუფალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების როლი, რომელთა დამოუკიდებლობისა და გძლიერებისაკენ ბოლო წლების განმავლობაში ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. სწორედ თვითმმართველობის პრინციპი იძლევა შესაძლებლობას, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად იმსჯელოს და გადაწყვიტოს, თუ რა სჭირდება და როგორი მიმართულებით უნდა განვითარდეს გარემო, სადაც ის ცხოვრობს. ეს საფუძველია იმისა, რომ არსებობდეს რეალური დეცენტრალიზაცია და წარიმართოს ჯანსაღი პროცესი, რომელიც მიმართული იქნება კეთილდღეობისა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. თავად პროცესი კი იწყება არჩევნების დღიდან. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისაკენ. არჩევნების დღე, ეს ის დღეა, როდესაც თითოეული ჩვენგანი იღებს წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელდღეზე. ამ დღეს ვირჩევთ ხელისუფლებას, რომელიც შემდეგ უნდა ვაკონტროლოთ. გვსურს, მივმართოთ ახალგაზრდებს და მოვუწოდოთ მათ განსაკუთრებული აქტიურობისაკენ. სწორედ, ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აჩვენონ მისაბაძი აქტიურობა საზოგადოების სხვა წევრებს.იმედს გამოვთქვავთ, არჩევნები წარიმართება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გვჯერა, საქართველო კვლავაც გადადგამს მტკიცე ნაბიჯს თავისუფალი, დემოკრატიული განვითარებისაკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა. 21 ოქტომბერი კი ის დღეა, როცა ამ პასუხისმგებლობას ერთად ვიზიარებთ.

banner
წინა სტატიაში,,მინდა, პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდო, ნუ გამოიყენებენ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტს პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით”
შემდეგი სტატიათამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა