სავარაუდოდ, საქართველოს ელტონ ჯონი ესტუმრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში მრავალი საინტერესო ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ, მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის – „უმასპინძლე საქართველოში” პრეზენტაციისას აღნიშნა.

eltonaქუმსიშვილის თქმით, წლევანდელი წელი, განსაკუთრებით კი ზაფხული, „ღონისძიებებით ძალიან იქნება დახუნძლული“. აღნიშნული ღონისძიებები კი, მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი ტურისტებისათვის, რათა ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.

2016 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს შორის, დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაციისას, შესაბამის სლაიდზე, მსოფლიო ვარსკვლავი, მუსიკოსი ელტონ ჯონიც იყო გამოსახული. მინისტრს დაგეგმილი ღონისძიებების დეტალებზე არ უსაუბრია.

რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი – „უმასპინძლე საქართველოში” დაემატა. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშისირიაში ჟურნალისტების ავტობუსი დაცხრილეს
შემდეგი სტატიამეცნიერებმა ზიკას ვირუსს და გიიენ-ბარეს სინდრომს შორის კავშირზე ისაუბრეს