სასამართლო გონიოში დაკარგული ჯარისკაცების საქმეზე მტკიცებულებებს იკვლევს

გონიოში დაკარგულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით, თაღლითობის ბრალდებით აღძრულ საქმეზე მხარეებმა კომენტარები გააკეთეს. პროკურორი დავით კვინიკაძის თქმით, მიმდინარეობს სატელეფონო ზარებისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლითაც სამივე ბრალდებულის დანაშაული იკვეთება. ბრალდების მხარე ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი წერილი (რომელშიც საუბარი თანხის გამოძალვაზეა) თავად ბრალდებულმა ჯამბულ შეყილაძემ წაუღო დაკარგული ჯარისკაცის ოჯახს.

ბრალდების პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. ჯამბულ შაყილაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ ბრალდებულმა წერილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებს წაუღო, თუმცა რა ეწერა წერილში არ იცოდა და ეს დანარჩენმა ბრალდებულებმაც დაადასტურეს.

გამოძიება ჯგუფური თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარიკაცის ოჯახისგან თაღლითები თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 3 პირი გიორგი ნანეტაშვილის ოჯახს თავად გარდაცვლილი ჯარისკაცის სახელით დაუკავშირდა. თაღლითებმა მისი მშობლების მოტყუება სცადეს, რომ თითქის ნანეტაშვილი ცოცხალი იყო და 40 ათას დოლარს ითხოვდა. საქმეზე საგამოძიებო უწყებამ სამი ბრალდებული დააკავა, მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

გასული წლის 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, მათ ცხედრებს ვერ მიაგნეს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შემდეგი სტატიამოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი იყო სირთულეებით სავსე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, ისე თავმჯდომარისთვის