სასამართლო ბარნოვზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 15:48

სასამართლო ბარნოვზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

სასამართლო ბარნოვზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 17 აპრილს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ორ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ვ.ბ.-ს ბრალად ედება, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. ხოლო თ.ბ.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

საქმე ეხება 2018 წლის 13 აპრილს ქ. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტს. მამინაცვალმა ვ.ბ.-მ გერს გულმკერდისა და ყელის არეში დანით მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. თ.ბ.-მ მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სასამართლომ ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში მიიღწევა აღკვეთის ღონისძიების მიზნები. კერძოდ თავიდან იქნება აცილებული მათი მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ვ. ბ.-ს მხრიდან მიმალვის რისკები და საფრთხეები.

წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 6 ივნისს 11 საათზე.”-ნათქვამია განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 15:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,566
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics