“საქართველოში სამართალი არის ბერა!…” – სასამართლომ დავით ხარშილაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და დავით ხარშილაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

თავდებთა შორის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილიც იყო. ამის მიუხედავად, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, დათო ხარშილაძე ჟურნალისტის, გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორისა და დამფუძნებლის ელისო კილაძის შვილია. დათო ხარშილაძის დაკავება, დაცვის მხარის მტკიცებითა და თავად ელისო კილაძის მიერ სხვადასხვა დროს გასაჯაროვებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ ნარკოტიკების ჩადებას უკავშირდება და ელისო კილაძეზე ზეწოლის გამო მოხდა.
დავით ხარშილაძე 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებასა და გადაგზავნას გულისხმობს.
პატიმრობაში დავით ხარშილაძის დატოვებას ელისო კილაძე გამოეხმაურა. ჟურნალისტმა “ფეისბუქზე” დაწერა:
“საქართველოში სამართალი არის ბერა ! – სასამართლომ ზაზა ხატიაშვილის თავდებობა არ გაითვალისწინა.ჩემი შვილი პატიმრობაში დატოვა !!!!”

banner
წინა სტატიაშისაჩინო-ჩქვალერი-ჯვარზენის 7,4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება
შემდეგი სტატიამარინ ლე პენს ევროკავშირმა დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვა