საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 16, 2018 10:27

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას,  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და    თიბისი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა

მხარეებს შორის მემორანდუმი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გაფორმდა და მის მიზანს სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის სააგენტოს, ბანკსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, სტარტაპების საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირების მიმართულებებით.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პარტნიორებმა პირველი პროექტის – „სტარტაპ კვირეულის“ დაწყება დააანონსეს, რომელიც მაისის ბოლოს თბილისში და ივნისის ბოლოს ზუგდიდში ჩატარდება. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები მათ სთავაზობენ. ასევე, უცხოელი მენტორები სტარტაპერების საჭიროებების მიხედვით ჩაატარებენ ტრეინინგებს და შესაბამის კონსულტაციას გაუწევენ მათ.

,,სტარტაპკვირეულს“ უნივერსიტეტების ბაზაზე არსებულ აქსელერატორებთან ერთად ორგანიზებას გაუწევს სახალხო დაფინანსების პლათფორმა სტარტაპებისთვის -Investme.ge.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანია, კვირეული იყოს შედეგზე ორიენტირებული, მიიღოს რეგულარული სახე და ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, საქართველოს ტექნოპარკში თბილისსა და ზუგდიდში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 16, 2018 10:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics