საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანაკლიაში თავის სეხნია – გიორგი კვირიკაშვილი გააცნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ანაკლიაში თავის სეხნია – გიორგი კვირიკაშვილი გააცნეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც ფესიტვალის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

პრემერის სეხნია გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ამ ფესტივალის ორგანიზებაში მოხალისედ არის ჩართული.

პროექტ Chekin Georgia-ს ფარგლებში, 9-14 აგვისტოს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი GEM Fest-ი გაიმართება, რომელსაც 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება.

პროექტი, თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა “ქართუმ”დააფინანსა. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

banner
წინა სტატიაში“ანსამბლ “ხერთვისის” ხელმძღვანელი დღეს სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს“- გლდანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
შემდეგი სტატია“ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან”- პრემიერი „GEM Fest“-ის მზადების პროცესს გაეცნო