საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი დაიწყება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს შეხვდება.

უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. ვლადიმირ ვაისმა გუნდის შემადგენლობა, რომელიც 4-3-3 განლაგებით ითამაშებს, ასე გამოიყურება:
როინ კვასხვაძე – ლევან გეგეჩკორი, დათა ხოჭოლავა, გურამ კაშია, ლაშა შერგელაშვილი – ვაკო გვილია, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია – გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ჯაბა ჯიღაური.
სათადარიგოები: გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი, საბა ლობჟანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა.

ამგვარად, ვაისმა გორში კვიპროსთან გამართული შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობიდან დატოვა მხოლოდ ხოჭოლავა, კაშია, კანკავა და პაპუნაშვილი.

დატოვე კომენტარი

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
შემდეგი სტატიაშსს – ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება დაფიქსირდა