დღეს გამთენიისას თბილისში”საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს . შემთხვევა გლდანში, ვასაძის ქუჩაზე მოხდა. წაღებული თანხის ოდენობა უცნობია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის, მუხლით მიმდინარეობს.